ბავშვი,ქალი და ძაღლი
ერთი ჩვეულებრივი დღე

დილაობით მივდივარ ძაღლთან ერთად,თქვა ბავშვმა. შემდეგ მივდივარ სკოლაში და როცა სკოლიდან ვბრუნდები, ისევ მივდივარ ძაღლთან ერთად და შემდეგ ისევ მივდივარ სკოლაში. შემდეგ მოვდივარ სახლში, ვესალმები დედას და ვსადილობ მასთან ერთად. შემდეგ მიდის დედაჩემი ძაღლთან ერთად სასეირნოდ და მე მივდივარ დასაძინებლად. დილით მივდივარ ისევ ძაღლთან ერთად.

დილაობით მივდივარ სამსახურში, თქვა ქალმა. საღამოს როცა სამსახურიდან ვბრუნდები ვესალმები ჩემს ბავშვს და შემდეგ ვახშმობთ ერთად. ვახშმის შემდეგ მივდივარ ძაღლთან ერთად გარეთ. შემდეგ მივდივარ დასაძინებლად . დილით მივდივარ ისევ სამსახურში.

დილაობით მივდივარ ბავშვთან ერთად, თქვა ძაღლმა. შემდეგ ვიძინებ. შუადღეზე მივდივარ ისევ ბავშვთან ერთად სასეირნოდ და შემდეგ ისევ ვიძინებ. საღამოს მივდივარ ქალთან ერთად გარეთ და შემდეგ ისევ ვიძინებ. სიამოვნებით წავიდოდი ერთხელ მარტო სასეირნოდ.